ლედი გაგამ ორი ახალი ტატუ გაიკეთა. აქედან ერთი ფილმ A Star is Born-დან არის შთაგონებული.
მომღერალმა ზურგზე ვარდი დაიხატა და La Vie En Rose დაიწერა. ფილმის დასაწყისში ლედი გაგა ედიტ პიაფის ამ სახელწოდების სიმღერას ასრულებს.
რაც შეეხება მეორე ტატუს, მომღერალმა ნოტები დაიხატა, რომელიც იშიფრება როგორც G A G A.
აღსანიშნავია, რომ მუსიკოსმა ტატუ შეცდომით დაიხატა, რადგან ნახატზე 5 ხაზის მაგივრად ოთხი იყო, რაც მან მალევე ჩაასწორა და ვიდეოც გამოაქვეყნა.