სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, თებერვალში ინფლაციის წლიური დონე 6.4%-ს გაუტოლდა.
ფასების ზრდა განსაკუთრებით მაღალი შემდეგი სახის საქონელსა და მომსახურებაზე იყო:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 12.7%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.7%
- ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 4.6%
- ჟანდაცვა - 3.9%
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 3.9%
გარდა ამისა, საქსტატი აქვეყნებს ინფორმაციას ფასების ზრდაზე საქონლისა და მომსახურების კატეგორიების ქვეჯგუფებში. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში განსაკუთრებით გაძვირდა შემდეგი სახის პროდუქტები:
- ხილი და ყურძენი - 25.1%
- რძე, ყველი და კვერცხი - 19.2%
- შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული - 11.2%
- ბოსტნეული და ბაღჩეული - 11.1%
- თევზეული - 10.3%
სასტუმროების, კაფეებისა და რესტორნების ჯგუფში კი გაძვირდა საზოგადოებრივი კვება (9.5%) და ღამის გასათევ მომსახურებაზე (1.3%).
საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციას კლება უნდა დაეწყო და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიახლოებოდა.
ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.