ინფლაცია

თებერვალში ინფლაციამ 6.4% შეადგინა - გაძვირდა სურსათი, უალკოჰოლო სასმელები

Reuters

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, თებერვალში წლიურმა ინფლაციამ 6.4% შეადგინა, თვიურმა კი - 0.3%.

გასული წლის თებერვალთან შედარებით, განსაკუთრებით გაიზარდა ფასები შემდეგ პროდუქტებსა და მომსახურებაზე:

  • სურსათი და უალკოჰოლო სასმელები - 12.7%
  • სასტუმროები, კაფეები და რესტორნები - 8.7%
  • ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო - 4.6%
  • ჟანდაცვა - 3.9%
  • ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა - 3.9%

საქართველოს ეროვნული ბანკის პროგნოზის თანახმად, 2020 წლის დასაწყისიდან ინფლაციას კლება უნდა დაეწყო და წლის ბოლოს სამიზნე მაჩვენებელს, 3%-ს მიახლოებოდა.

ამის გამო ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა იანვრის ბოლოს აღარ გაამკაცრა და რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 9%-ზე დატოვა.

კომენტარები