აშშ - საქართველო

პენტაგონი: საქართველოსთვის ჯაველინის სისტემის დასამზადებლად კონტრაქტი გაფორმდა

ტანკსაწინააღმდეგო, სარაკეტო კომპლექსი FGM-148 Javelin
wikimedia

ამერიკის შეერთებული შტატების 28 თებერვლის განცხადებით, 16 მოკავშირე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის ჯაველინის Raytheon/Lockheed Martin ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების სისტემის დასამზადებლად 18 431 215 აშშ დოლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდა.

ჯაველინის სისტემები საქართველოსთვის, უკრაინისთვის, ავსტრალიისთვის, ჩეხეთის რესპუბლიკისთვის, ესტონეთისთვის, საფრანგეთისთვის, ინდონეზიისთვის, ირლანდიისთვის, იორდანიისთვის, ლიტვისთვის, ახალი ზელანდიისთვის, ნორვეგიისთვის, ომანისთვის, კატარისთვის, თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის დამზადდება. 

სამუშაოები არიზონაში, ტუსკონში 2020 წლის 25 ივნისს უნდა დასრულდეს. 

საქართველომ ამერიკის შეერთებული შტატებისგან ჯაველინების სისტემა 2018 წლის 23 იანვარს მიიღო.

კომენტარები