კორონავირუსი

მილანიდან ჩამოსულ 18 წლის გოგოს, რომელიც ფოთიდან თბილისში გადმოიყვანეს, კორონავირუსი არ აქვს

interfax.ru

18 წლის გოგოს, რომელიც ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, კორონავირუსი არ დაუდასტურდა. იტალიიდან ჩამოსულ ახალგაზრდა ქალს სავარაუდოდ აბასთუმანში გადაიყვანენ კარანტინის გასავლელად.

"მივიღეთ დადასტურებული ინფორმაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრიდან, რომ 18 წლის გოგონას, რომელიც წუხელ ფოთის ჰოსპიტალიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს კორონავირუსი არ აღმოაჩნდა" - თქვა ფოთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის უფროსმა ნანა მხეიძემ.

18 წლის გოგო მილანიდან ორი დღის წინ ჩამოფრინდა, მას მაღალი ტემპერატურა ჰქონდა. პაციენტი ჯერ ფოთის ჰოსპიტალში იმყოფებოდა, გუშინ გვიან ღამით კი, თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს.

იტალია კორონავირუსის გავრცელების მხრივ მაღალი რისკის ქვეყნების სიაში შედის ჩინეთთან, სამხრეთ კორეასთან და ირანთან ერთად. იქ დაავადებულთა რაოდენობა 400-ს გადაცდა. დაიღუპა 12 ადამიანი.

კომენტარები