საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, 27 თებერვლის სავალუტო ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან და ევროსთან გაუფასურდა.
დოლართან გაუფასურებამ 1.14 თეთრი შეადგინა, ხოლო ევროსთან - 3.03 თეთრი.
შესაბამისად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება ოფიციალური კურსით 2.8042 ლარი იქნება, ერთი ევროსი კი - 3.0686 ლარი.
ლარი გაუფასურდა თურქულ ლირასთანაც, ხოლო გამყარდა ბრიტანულ ფუნტთან.
გასული დღეების განმავლობაში ლარის ღირებულება დოლართან მიმართებით იმატებდა და 2019 წლის ივნისის შემდეგ ყველაზე მეტად იყო გამყარებული.