ბიუჯეტი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა ბიუჯეტს 77 მილიონი ლარი დაუჯდება

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობის აშენებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან სავარაუდოდ, 77 მილიონი ლარი დაიხარჯება.

ამის შესახებ ცნობილი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოქვეყნებული იმ დოკუმენტიდან ხდება ცნობილი, რომლითაც საბიუჯეტო ორგანიზაცია საზედამხედველო სამუშაოების მომსახურების შეძენას ცდილობს. 

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი შენობა, პოლიტკოვსკაიას N31-ში უნდა აშენდეს და მისი ფართობი 24 ათასი მ2-ს აღემატება. რაც შეეხება საზედამხედველო სამუშაოებს, ღირებულება თითქმის 3 მილიონ ლარს შეადგენს. 

სახელმწიფო შესყიდვის დაფინანსების წყარო 100%-ით სახელმწიფო ბიუჯეტია. 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საზოგადოებრივი მაუწყებლის დაფინანსება 58 500 000 ლარი იყო. ეს თანხა 5 978 000-ით აღემატებოდა 2018 წლის მაჩვენებელს. 

რაც შეეხება 2020 წელს საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის ბიუჯეტიდან 63 მილიონ ლარზე მეტი გამოიყო.

კომენტარები