ცნობილი ადამიანები

დენიელ რედკლიფი: ჩემი მთელი ცხოვრება იღბალზე და პრივილეგიაზეა აგებული

Getty Images

დენიელ რედკლიფმა Huffpost-თან ახალ ინტერვიუში, თავის ცხოვრებაზე ისაუბრა და თქვა, რომ იღბლის გარეშე იქ არ იქნებოდა, სადაც დღეს არის.

მსახიობის ახალი ფილმი "Escape From Pretoria" სამხრეთ აფრიკელი აქტივისტის, ტიმ ჯენკინის ნამდვილ ისტორიაზეა, რომელსაც აპართეიდის საწინააღმდეგო პამფლეტების დარიგების გამო თავის მეგობართან ერთად იჭერენ. საბოლოოდ, ციხიდან ორივე გამორბიან.

"ჩემი მთელი ცხოვრება და კარიერა იღბალზე და პრივილეგიაზეა აგებული. არ მინდა ხალხმა იფიქროს, რომ რამეს ბევრი მუშაობის გამო მივაღწიე. ვინმე თუ რამეში წარმატებულია - მიუხედავად მძიმე შრომისა, რომელსაც დარწმუნებული ვარ ხალხი აკეთებს - იღბალი მაინც დიდი დოზით არის ჩართული ამაში. ჩემი ცხოვრება კარგი მაგალითია იღბლის", - თქვა მან.

30 წლის დენიელ რედკლიფმა ჰარი პოტერის როლზეც ისაუბრა, რომელმაც მისი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.

"მე საოცრად იღბლიანი აღმოვჩნდი 10 თუ 11 წლის ასაკში და ამან ისეთი შესაძლებლობები მომცა, რაც სხვა შემთხვევაში არ მექნებოდა. როდესაც 17 წლის ვიყავი West End-ში მოვხვდი - ძალიან ცოტა ადამიანი არსებობს, რომელსაც სპექტაკლში არ უთამაშია და ამას West End-ში აკეთებს", - თქვა მან.

კომენტარები