4 აპრილს გვაქვს დაანონსებული, როგორც იცით, აქცია. მანამდე ხდება გეგმა ბ-ს მზადება ანუ თუ ვთქვათ, ქართული ოცნება არაფერზე მოდის და აპირებს დღევანდელი სისტემით არჩევნების ჩატარებას, ჩვენ ამას შევხვდეთ მომზადებულები და მაჟორიტარულ ოლქებში მოხდეს კოორდინირება და საერთო კანდიდატებზე შეჯერება. ეს მუშაობა გრძელდება.
რაც შეეხება ბატონი მარგველაშვილის მოსვლას ამ შეხვედრაზე, მან გამოთქვა მზადყოფნა, როგორც ვიცით. ჩვენც მას მივესალმეთ და ვუთხარით, რომ კარგი იქნებოდა, თუ მონაწილეობას მიიღებდა. ძალიან მალე ვნახავთ, მოვა, თუ არა