რუსული კიბერთავდასხმა

თალაკვაძე: რუსული კიბერშეტევა გლობალური კიბერუსაფრთხოების მხრივ უპასუხისმგებლო საქციელია

"უპასუხისმგებლო საქციელია გლობალური კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისით",- ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე, რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ კიბერთავდასმას.

"საქართველოზე მასიური კიბერშეტევა განახორციელა რუსეთის ფედერაციის გენშტაბმა. სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობა შეფერხდა. მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტოს საქართველოს უსაფრთხოების, დემოკრატიის სფეროებში ჩარევა. შემთხვევითი არაა, რომ ამას მთელი დასავლეთის გამოხმაურება მოჰყვა", - ამბობს თალაკვაძე.  

20 თებერვალს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ გასული წლის 28 ოქტომბერს სახელმწიფო უწყებების, სხვადასხვა მედიის და ორგანიზაციის სერვერებზე კიბერთავდასხმის ავტორი რუსეთის შეიარაღებული ძალებია. მაშინ 15 000-ზე მეტ ვებგვერდზე გადასვლისას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ფოტო ჩნდებოდა წარწერით "I'LL BE BACK" (მე დავბრუნდები). დაჰაკული ვებსაიტები "პროსერვისის" სერვერებზე იყო ატვირთული.  

NATO-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი ამბობს, რომ ალიანსი განაგრძობს საქართველოს ძლიერ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, მათ შორის კიბერთავდაცის მხრივ.

პარალელურად, განცხადება გაავრცელეს და რუსეთის ქმედებები დაგმეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, გაერთიანებულმა სამეფომ, უკრაინამ, კანადამ, ლიტვამ, პოლონეთმანიდერლანდებმანორვეგიამ, ჩეხეთის რესპუბლიკამესტონეთმა და დანიის სამეფომ

პასუხად ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ "რუსეთი არ აპირებდა და არ აპირებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას". 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, დასანანია, რომ თვით საქართველოშიც კი უარს არ ამბობენ "რუსეთის დემონიზების ხაზზე" და რომ საქართველომ გასული წლის "კრიზისისგან გაკვეთილი ვერ მიიღო". 

კომენტარები