ახლო აღმოსავლეთი

თურქეთის თავდაცვის მინისტრი: იდლიბის პრობლემის გადასაწყვეტად რუსეთი გვერდზე უნდა გადგეს

თურქეთის თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აკარის თქმით, იდლიბის პრობლემის გადასაწყვეტად საჭიროა რუსეთი გვერდზე გადგეს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თურქუთის СNN-თან ინტერიუში განაცხადა. 

ჰულუსი აკარის თქმით, თურქ და რუს სამხედროებს შორის კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს და ანკარას არ სურს პირდაპირი კონფრონტაცია, თუმცა იდლიბის პრობლემის გადასაწყვეტად აუცილებელია რუსეთი გვერდზე გადგეს. 

ჰულუსი აკარმა, ასევე განაცხადა, რომ თურქეთი იდლიბში განლაგებული თავისი ჯარის დასაცავად ამერიკული საჰაერო თავდაცვის სისტემებს პატრიოტს აამოქმედებს. რამდენიმე სააათით ადრე, ცნობილი გახდა, რომ თურქეთმა აშშ-ს პატრიოტის სისტემების გამოყენების თხოვნით მიმართეს. 

თურქეთის თავდაცვის მინისტრმა, ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი არ აპირებს იდლიბში განლაგებული სადამკვირვებლო პუნქტების გადაადგილებას. ამავდროულად თურქი სამხედროების რუსეთისგან შეძენილი С 400 სარაკეტო კომპლექსის გამოყენებასაც გეგმავს. 

გუშინ, ცნობილი გახდა, რომ რუსულმა ავიაციამ იდლიბში რამდენიმე წერტილი დაბომბა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დაიბომბა ტერორისტების მიერ კონტროლირებადი წერტილები და ეს ბოევიკებისგან მომავალი საფრთხის გასანეიტრალებდა მოხდა. 

იდლიბის პროვინცია, სირიის ბოლო აქტიური აჯანყებული ანკლავია. თურქეთის მოსაზღვრე პროვინციაში, ძირითადად თავმოყრილი არიან დევნილები და ის ადამიანები, რომლებიც სამოქალაქო ომში სირიის თავისუფალი არმიის რიგებში იბრძოდნენ. არსებული ინფორმაციით, იდლიბი 3,5 მილიონი დევნილის თავშესაფარია. 

აჯანყებულებს სამოქალაქო ომის წლებში მხარს თურქეთი უჭერდა, ამასთანავე იდლიბს თურქეთისთვის სტრატეგიული მნიშვნლობა აქვს. სწორედ, აქ უნდა ააშენოს თურქეთმა მილიონზე მეტი დევნილისთვის დროებითი თავშესაფარი, რომელსაც გერმანიის მთავრობა აფინანსებს. 

ამ გეგმის ჩაშლის შემთხვევაში თურქეთს დევნილთა დიდი მასა მიაწყდება, რამაც შესაძლოა 2015-2016 წლების მსგავსი მიგრანტების კრიზისი განაპირობოს. პრობლემური საკითხის გადაწყვეტას თურქეთი და რუსეთი წინა წლებში ორჯერ შეეცადნენ. მათ შორის გაფორმდა ასტანისა და სოჩის შეთანხმებები. გარიგების მიხედვით, იდლიბი ცხადდებოდა დემილიტარიზებულ ზონად და შეჩერებულიყო საბრძოლო მოქმედებები. 

ამის საპირისპიროდ, გასული წლების განმავლობაში შეიარაღებული დაპირისპირება არცერთი დღით არ შეწყვეტილა. რუსეთში და სირიაში ამბობენ, რომ იდლიბში ისლამისტი ბოევიკები და ტერორისტები მოქმედებენ, ხოლო თურქეთი ორივე სახელმწიფოს მშვიდობიანი მოსახლეობის განადგურებაში ადანაშაულებს. 

თებერვლის დასაწყისში, იდლიბის პროვინციაში თურქეთის არმიასა და სირიის არმიას შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა. ცნობილი გახდა, რომ ასადის არმიის შეტევების დროს, 9 თურქი ჯარისკაცი დაიღუპა. ამის შემდეგ საპასუხო დარტყმები განახორციელა თურქეთმაც და თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ მათი მოქმედებების დროს ასზე მეტი სირიელი ჯარისკაცი დაიღუპა. 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიპ ერდოღანმა დაიმუქრა, რომ თუ კი პროვინციაში კიდევ ერთი თურქი ჯარისკაცი დაიჭრებოდა თურქეთი სირიის რეჟიმზე დარტყმების ყველა შესაძლო წერტილში მიიტანდა.

კომენტარები