ვიქტორია სეკრეტი

ვიქტორია სეკრეტის 55%-იანი წილი 525 მილიონ დოლარად გაიყიდა

New York Post

ვიქტორია სეკრეტის მფლობელმა L Brand-მა თეთრეული კომპანიის 55%-იანი წილი 525 მილიონ დოლარად Sycamore Partners-ს მიყიდეს.

შეთანხმების შედეგად გამოვიდა, რომ L Brand-ს კომპანიის 45% დარჩება, ხოლო Sycamore Partnets დანარჩენის მფლობელი და რეალურად გადაწყვეტილებების მიმღები იქნება.

გარდა ამისა, 82 წლის მილიარდერი, ლესლი ვექსნერი, რომელიც უკვე ათეული წლებია L Brand-ის აღმასრულებელი დირექტორია, თანამდებობას დატოვებს და კომპანიის საბჭოს წევრი გახდება.

ლესლის ვექსნერის თქმით, Sycamore Partners-თან გაერთიანება ვიქტორია სეკრეტისთვის სარგებლის მომტანი იქნება და ბრენდს მომავალზე კონცენტრირების საშუალებას მისცემს.

ვიქტორიე სეკრეტის რეიტინგი წლიდან წლამდე ეცემა - 2018 წელს ბრენდის შოუს ყველაზე ცოტა, 3.3 მილიონმა ადამიანმა უყურა. 2017 წელს მაყურებლების რიცხვმა 5 მილიონი შეადგინა, ხოლო 2016 წელს 6.7 მილიონი. 2019 წელს კომპანიამ პრობლემების გამო შოუს ჩატარება საერთოდ ვერ მოახერხა.

კომენტარები