ცოტნე გამსახურდიას საქმე

გამსახურდიას ცოლი: ცოტნეს ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს

საქართველოს პირველი პრეზიდენტის შვილის ცოლის, ანა ჯაბაურის ინფორმაციით, ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა, ნელი ტემპით, მაგრამ დღითიდღე უმჯობესდება.

"დიდი ხანია დაძლია ყველანაირი ინფექცია. ტემპერატურა და ჰემოდინამიკური მაჩვენებლებიც ნორმის ფარგლებში აქვს. ჯერჯერობით არავერბალურად, მაგრამ მაინც კონტაქტურია. ესმის კარგად და ასევე კარგად ასრულებს მარტივ მოქმედებებს, ცდილობს ემოციების გამოხატვას. მართვითი სუნთქვიდანაც დიდი ხანია, მოხსნილია" - წერს ჯაბაური.

მისივე თქმით, პროგრესი იმდენად თვალსაჩინოა, რომ ყველა ექიმი მხოლოდ პოზიტიური პროგნოზისადმი არის განწყობილი.

"ორი დღის წინ ჩაუტარდა განმეორებითი მრტ, რომელზეც აღინიშნა დადებითი დინამიკა. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ცოტნეს უტარდება სწორი მკურნალობა და ყველა საჭირო პროცედურა რამდენიმე ექიმისა და ექთნის მეთვალყურეობის ქვეშ. დიდი ხანია დაწყებული აქვს სარეაბილიტაციო თერაპიაც. აღარაფერს ვამბობ ზედმიწევნით დაცულ ჰიგიენის ნორმებზე... ასე, რომ იმედით შევყურებთ მომავალს" - წერს ჯაბაური Facebook-ზე.

ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს მძიმედ დაჭრეს. მას თბილისში რამდენიმე ოპერაცია ჩაუტარდა, რის შემდეგაც, თურქეთის კლინიკაში გადაიყვანეს. 

კომენტარები