ცოტნე გამსახურდიას საქმე

გამსახურდია: ცოტნე გააღვიძეს, თურქი ექიმის თქმით, ის გარემოს ადეკვატურად აღიქვამს

კარგი ამბავი: დაახლოებით 50 წუთის წინ სანდო წყარომ მამცნო ისტანბულის აჩიბადემის კლინიკის ექიმზე, ბატონ ოსმანზე დაყრდნობით, რომ ცოტნე გააღვიძეს. ექიმი მდგომარეობას აღწერს, როგორც ნორმალურს. გაღვიძებული გარემოს ადეკვატურად აღიქვამს, თუმცა მართვითი სუნთქვის აპარატის გამო ლაპარაკი ჯერ არ შეუძლია.

respect ამ ექიმების მიმართ - მათ მართლაც ყველაფერი გააკეთეს.

წერს პირველი პრეზიდენტის შვილი, საქართველოს დესპანი გერმანიაში კონსტანტინე გამსახურდია Facebook-ზე. ცოტნე გამსახურდია 2019 წლის 19 დეკემბერს დაჭრეს. ის ამ დრომდე მართვით სუნთქვაზეა.

კომენტარები