ცნობილი ადამიანები

როუზ მაკგოვანი ნატალი პორტმანის ოსკარის კაბის გამო კრიტიკას ნანობს

moosegazette.net

როუზ მაკგოვანი ნატალი პორტმანის ოსკარის დაჯილდოების კაბის გამო კრიტიკას ნანობს - მან ამის შესახებ ტვიტერზე დაწერა.

"ჩემი კრიტიკა უნდა შეხებოდა ჰოლივუდის მიმდინარე მდგომარეობას, რომელიც სიჩუმეში გამოიხატება. გავიაზრე, რომ პერსონალურად ვინმეს გაკრიტიკებამ უფრო დიდი სურათის დანახვის საშუალება დამაკარგვინა. 

ყველა ხმა, რომელიც ისმის, ქმედითია. განვაგრძოთ საზღვრების ნგრევა, ისე, როგორც შეგვიძლია - დროა ვიყოთ ხმამაღლები", - დაწერა მან.

2020 წლის ოსკარის დაჯილდოებაზე ნატალი პორტმანს კაბა ეცვა, რომელზეც იმ ქალი რეჟისორების სახელები იყო ამოქარგული, რომლებიც ნომინაციებში ვერ მოხვდნენ.

როუზ მაკგოვანმა ამ ფაქტს ღრმად შეურაცხმყოფელი უწოდა და ნატალი პორტმანს შეახსენა, რომ მას ძალიან ცოტა ქალ რეჟისორთან აქვს ნამუშევარი. მოგვიანებით, მაკგოვანის კრიტიკას პორტმანმა უპასუხა და თქვა, რომ ის გააგრძელებს მცდელობას დაეხმაროს ქალებს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ამ საქმეში წარმატებული.

კომენტარები