ირაკლი კობახიძე

კობახიძე: ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები

ესენი არიან სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები, რომლებიც უკვე მეორედ შემოვიდნენ პარლამენტის სხდომათა დარბაზში. წინა ტოქსიკური შეტევის შემდეგ რამე უარესს თუ მოიფიქრებდნენ და უფრო მდაბიოს, ეს იყო ძნელად წარმოსადგენი, თუმცა მაინც მოახერხეს. იმ ადამიანების ადგილი, რომლებიც ხელით და გულით დაატარებენ საბჭთა კავშირის და რუსეთის ჰიმნს, არ არის საქართველოს პარლამენტში. ნაციონალური მოძრაობა არის საბჭოთა კავშირის ბოლო გადმონაშთი.

თქვა ირაკლი კობახიძემ მას შემდეგ, რაც არჩილ თალაკვაძის სიტყვით გამოსვლისას ელენე ხოშტარიამ და ირმა ნადირაშვილმა პარლამენტში საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს. ხოშტარიამ თქვა, რომ ქვეყანაში კრიზისია, თალაკვაძე ნახევრად ცარიელ დარბაზში საუბრობს, რაც ეს სსრკ-ის სიმბოლოა

კომენტარები