განზრახ მკვლელობა და მკვლელობის მცდელობა

შსს: დავაკავეთ კაცი, რომელმაც გუდაურში ერთი პირი მოკლა და მეორე დაჭრა

მიხა კლოტვიკი / Shutterstock

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დააკავეს კაცი, რომელმაც დღეს, 16 თებერვალს გუდაურში ერთი კაცი მოკლა და მეორე დაჭრა. 

უწყების ცნობით, განზრახ მკვლელობისა (108-ე მუხლი) და დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის (19-109- მუხლი) ბრალდებით, ცხელ კვალზე, დაკავებულია 1981 წელს დაბადებული მ.კ.

სამართალდამცველებმა ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები