გიორგი მარგველაშვილი

მარგველაშვილი: უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია

უგულავა, რა თქმა უნდა, პოლიტპატიმარია. მისი დაკავება არა მარტო ქართული პოლიტიკური რეალობისთვის არის მიუღებელი - ეს არის სილა, რომელიც გააწნეს ჩვენს პარტნიორებს. მაშინ, როცა მაშინ ძალიან მკვეთრი აზრი გამოხატეს იმის თაობაზე, რომ საქართველოში დემოკრატიის პრინციპები ძალიან სერიოზულად ირღვევა, მაშინ, როცა თითქოს ამ მიმართულების მოსაგვარებლად იქ ჩასულია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მაშინ ფორმით, როცა პროკურორი არის მოსამართლე და ერთი და იგივე საქმისთვის პოლიტიკოსს ასამართლებს, ძალიან ნათელი მესიჯი იქნა გაგზავნილი დასავლეთისთვის, რომ საერთოდ არ აინტერესებთ მათი აზრი. ასეთი ნათელი გზავნილი, რომ თქვენი აზრი ჩვენთვის საერთოდ არ არის საინტერესო, დასავლელი პარტნიორებისთვის არც ერთ ხელისუფლებას არ გაუგზავნია.

თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გიგი უგულავას დაკავების შესახებ.

კომენტარები