არჩევნები 2020

ჩუგოშვილი: "ოცნების" ტაქტიკა საერთაშორისო პარტნიორებთან ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს

გამორიცხული არაფერი არ არის, ვერაფერს [სხვა ლიდერების დაკავებას] ვერ გამოვრიცხავთ. ახლა არის ისეთი მოცემულობა, როდესაც გამორიცხვა არაფრის არ შეიძლება ანუ ჩვენ ვერ ვიტყით, რომ რაღაც არის არარაციონალური, რაღაცა დააზიანებს ქვეყანას და ამიტომ არ მოხდება, აღარ ვართ ამ ფაზაში...

ქართული ოცნებიდან წამოსვლამდე მართლა სხვა მდგომარეობა იყო, ჩვენ მართლა ძალაუფლების განაწილებაზე ვლაპარაკობდით და ვლაპარაკობდით იმაზე, რომ პროპორციული სისტემის პირობებში დაუბალანსებელი, უკიდურესად დიდი ძალაუფლება, რომლის ბოროტად გამოყენებაცაა შესაძლებელი, არავის აღარ ექნებოდა ქვეყანაში. მე ამით ვიყავი ძალიან ამაყი, მართლა ძალიან ვამაყობდი, რომ იმ პოლიტიკური ძალის ნაწილი ვიყავი, რომელსაც შეეძლო, ასეთი გადაწყვეტილება მიეღო. მაგრამ მას შემდგომ, რაც ეს ჩავარდა და ეს პირობა არ შესრულდა, მოვლენები აშკარად სხვა მიმართულებით განვითარდა.

როგორც ჩანს, ეს საარჩევნო ტაქტიკაც არის და ძალიან სამწუხაროა, რომ ეს საარჩევნო ტაქტიკა ყველას თვალში, ვინც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ვინც ჩვენთვის პარტნიორი და მხარდამჭერია, ვის იმედადაც ვართ ამდენი ხანია და კიდევ მომავალშიც უნდა ვიყოთ, ყველას თვალში აბსოლუტურად გვანულებს და ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაგდებს

დამოუკიდებელი დეპუტატი თამარ ჩუგოშვილი გიგი უგულავას დაკავებაზე. მან ქართული ოცნება პროპორციული სისტემის ჩაგდების შემდეგ დატოვა.

კომენტარები