კარლ ჰარცელი

კარლ ჰარცელი: გავაგრძელებთ განხილვას სხვადასხვა მხარეებთან, რომ ვნახოთ როგორია სიტუაცია

ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა აშშ-ის ელჩთან მიღების დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა გიგი უგულავას დაკავების და ამის გამო ოპოზიციის მხრიდან მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებაზე უარის თაობაზე:

"ჩემთვის ძალიან ადრეა შეფასების გაკეთება. ვნახე გავრცელებული განცხადება, ასევე მქონდა საშუალება აქ ამ საღამოს მესაუბრა ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერთან. ჩვენ ამ განხილვას გავაგრძელებთ, რომ ვნახოთ რა იქნება შემდგომი ნაბიჯები. ახლა მხოლოდ ამის თქმა შემიძლია. გავაგრძელებთ განხილვას სხვადასხვა მხარეებთან, რომ ვნახოთ როგორია სიტუაცია."

დღეს უზენაესმა სასამართლომ გიგი უგულავას ბრალი გადაუკვალიფიცირა და თბილისის ყოფილ მერს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. საკასაციო სასამართლომ გიგი უგულავა თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვაში ცნო დამნაშავედ. ამნისტიის შესახებ კანონის და იმის გამო, რომ უგულავა ციხეში უკვე იჯდა, მას საბოლოო სასჯელად 3 წლით, 2 თვით და 8 დღით პატიმრობა განესაზღვრა.

პროკურატურა უგულავას მისი მერობის პერიოდში თბილისის განვითარების ფონდიდან 48 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. გადაწყვეტილება უზენაესმა სასამართლომ დღეს დაუსწრებლად გამოიტანა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა თქვეს, რომ მთავრობასთან მოლაპარაკებების გაგრძელებას აღარ აპირებენ.

კომენტარები