გიგი უგულავას საქმე

ვაშაძე უგულავაზე: პოლიტიკური საქმეა, რომელსაც ქართული ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ იყენებს

ეს არის ის პოლიტიკური საქმე, რომელსაც იყენებს ქართული ოცნება ოპოზიციის წინააღმდეგ. საერთოდ ოპოზიციის წინააღმდეგ და მე მინდა მათ ვუთხრა, ქართული ოცნების მესვეურებს, ბიძინა ივანიშვილის ჩათვლით, რომ ვერ შეგვაშინებთ, ჩვენ უკან არ დავიხევთ. უკან დახევას არ აპირებს გიგი და არც არავინ აპირებს და აუცილებლად წელს დამთავრდება ის მარაზმი, რომელშიც ჩვენს ქვეყანას აცხოვრებთ.

მოძრაობა "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე ევროპული საქართველოს გენერალური მდივნის, გიგი უგულავას საქმეზე. უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები