გიგი უგულავას საქმე

ბაქრაძე უგულავას საქმეზე: ვიმედოვნებ, ხელისუფლებას ეყოფა საღი აზრი, არ დაიზიანოს თავი

მინდა, ხელისუფლებამ იცოდეს, გიგი უგულავას დაპატიმრება იქნება იმ რუბიკონის გადალახვა, რომლიდანაც უკან ვეღარ დაბრუნდები. ეს იქნება ნაბიჯი, რომელიც გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს ისედაც უმძიმეს პოლიტიკურ ვითარებას ქვეყანაში, მათ შორის გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებს იმ მოლაპარაკებებს, რომლებიც მიმდინარეობს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. 

ამ ეტაპზე, როდესაც ჯერ განაჩენი არ არის დამდგარი, მინდა, ვიქონიო მაინც იმედი, რომ ხელისუფლებას ეყოფა ელემენტარული საღი აზრი, არ დააზიანოს შეუქცევადად ამ ქვეყანაში პოლიტიკური კლიმატი და არ დაიზიანოს საკუთარი თავი

ევროპული საქართველოს დეპუტატი დავით ბაქრაძე. პარტიის გენერალური მდივნის, გიგი უგულავას, საქმეზე უზენაესი სასამართლო გადაწყვეტილებას, სავარაუდოდ, დღეს, 10 თებერვალს გამოაცხადებს.

კომენტარები