საარჩევნო სისტემა

ბოკერია: აშშ-ში პროგრესს პირდებიან, ივანიშვილისთვის კი ამბობენ, რომ მოლაპარაკებები იხურება

ტაბულა

"ჩვენი ინტერესია, რომ ყველა შესაძლებლობა ვცადოთ, მანამდე გავაგრძელოთ პროტესტი, ცუდ ვარიანტის შემთხვევაშიც მზად ვართ," - ასე ეხმაურება ტვ პირველის ეთერში ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგა ბოკერია არჩილ თალაკვაძის განცხადებას, რომ ოპოზიციასთან საარჩევნო მოდელზე შეთანხმების ფანჯარა თებერვლის ბოლოს იხურება.

ბოკერიას თქმით, ხელისუფლების წარმომადგენლებს განსხვავებული გზავნილები აქვთ აშშ-ში ვიზიტისას შეხვედრებზე და ივანიშვილის გასაგონად:

"ორსახოვანი იანუსები არიან: შეხვედრებზე სხვანაირი სახით წარსდგებიან ხოლმე, როდესაც საქართველოს მეგობრებს ხვდებიან, მაგალითად სენატორებს რიშს და შაჰინს, ადამ კინსინგერს. იქ იძახიან, რომ ‘დიალოგი, ჩვენ აუცილებლად მოვილაპარაკებთ’... გარანტიები მოგვცესო, სენატორებმა თქვეს, პროგრესს დაპირდნენ. მერე ახსენდებათ, რომ ადგილობრივი აუდიტორიისთვის და ივანიშვილის გასაგონად რკინის ნოტები უნდა შეურიონ გზავნილში და იძახიან, რომ ახლა დაიხურება, თუ ამაზე არ დაგვთანხმდებით.

ჩვენი პოზიცია ცნობილია: ჩვენ ვართ მოქნილები, ჩვენ მათ შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი და კიდევ შეიძლება მოიფიქრო რამდენიმე ვარიაცია, რომელიც წაიყვანს სისტემას არსებითად პროპორციულობისკენ," - ამბობს ბოკერია.

აშშ-ში ვიზიტით მყოფმა პარლამენტის თავმჯდომარემ მოლაპარაკებების და მისი ვადების ამოწურვის შესახებ ტვ იმედის ეთერში ისაუბრა.

 

კომენტარები