ახალი ამბებიგრძლად საკითხავი
ახალი ამბებიგრძლად საკითხავიარჩევნები 2021ვერბატიმიდღის ფოტოფოტოგალერეავიდეოავტორები
თემებიპოლიტიკაკრიმინალირელიგიაეკონომიკაკულტურასაზოგადოებაჯანმრთელობამსოფლიოსპორტიმეცნიერებაცხოვრება+სტილი
ვიდეომძიმე კაცთანფოკუსისაუბარი რელიგიაზეამაოების ბაზარითეორემაპატიმარი ნომერი XHumans of Tbilisi
ბელარუსი-რუსეთი

პუტინმა ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა, ნავთობის ფასზე მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება

შაბათი, 8 თებერვალი, 2020 - 12:53
tbl.ge/4fdp
დაკოპირდა

7 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ბელარუსის პრეზიდენტს ალექსანდრ ლუკაშენკოს სოჭში უმასპინძლა, მაშინ, როდესაც ბელარუსსა და რუსეთს შორის ურთიერთობები დაძაბულია, მეტწილად ბელარუსისა და რუსეთის ინტეგრაციის საკითხის და რუსეთისგან ნავთობის წარმოების პროდუქტის ფასებთან დაკავშირებული უთანხმოებების გამო.

ბელარუსისა და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ, პუტინის შტაბის უფროსის მოადგილემ დმიტრი კოზაკმა განაცხადა, რომ მხარეებმა ბუნებრივი აირის მიწოდებაზე შეთანხმებას მიაღწიეს და მიმდინარე წელს რუსეთი ბელარუსს 2019 წლის მსგავსად 1000 კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს 127 აშშ დოლარად მიყიდდა. რაც შეეხება ნავთობს, კოზაკის თქმით, რუსეთს ბელარუსისთვის ნავთობის მიწოდება საბაზრო ფასში შეუძლია. მხარეები ნავთობის ფასის შესახებ მოლაპარაკებებს კვალავ გააგრძელებენ.

მისივე თქმით, ლუკაშენკო და პუტინი ინტეგრაციის შესახებ მოლაპარაკებების გაგრძელებაზეც შეთანხმდნენ.

ბელარუსისა და რუსეთის ლიდერებმა ერთად ყინულის ჰოკეიც ითამაშეს.

ზუსტად ერთი კვირის წინ ლუკაშენკო აშშ-ის სახელმწიფო მდივანს მაიკ პომპეოს შეხვდა, რომელმაც უთხრა, რომ აშშ მზადაა ბელარუსის ნავთობის საჭიროების 100%-ით უზრუნველჰყოს.

შეგახსენებთ, რომ ბელარუსი და რუსეთი 2020 წლისთვის ნავთობის მომარაგებაზე ამ დრომდე არ შეთანხმებულან. რუსეთმა ბელარუსს ნავთობის მიწოდება 1 იანვრის შეუჩერა, რაც 4 იანვარს ნაწილობრივ აღდგა.

ბელარუსის მხარე ამბობს, რომ მას შემდეგ, რაც რუსეთმა ნავთობის სუბსიდიები შეაჩერა და ფასები აწია, ბელარუსმა 2019 წლიდან უკვე 300 მილიონი აშშ დოლარი დაკარგა.

2019 წლის დეკემბერში ინტეგრაციის საკითხზე მოლაპარაკებების გამართვას ბელარუსში წლების განმავლობაში ერთერთი ყველაზე დიდი პროტესტი მოყვა. "ეს არ არის ინტეგრაცია, ეს ოკუპაციაა," - ვკითხულობთ აქციაზე ერთერთ ბანერზე.

დეკემბრის ბოლოს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის ვერ ხედავდა ბელარუსისთვის გაზის შეღავათიან ფასად მიწოდების არსს მანამ, სანამ ინტეგრაციის პროექტი უფრო წინ არ წავიდოდა.

აშშ და ევროკავშირი ბელარუსის ლიდერს, რომელიც ქვეყანას უკვე 26-ე წელია მართავს, ადამიანის უფლებების დარღვევისთვის ხშირად აკრიტიკებენ.

დასავლეთსა და ბელარუსს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუმჯობესდა, რაც 2014 წელს ბელარუსმა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას მხარი არ დაუჭირა. 2016 წელს დასავლეთმა ბელარუსს სანქციების ნაწილი მოუხსნა, რადგან ლუკაშენკომ პოლიტიკური პატიმრები გაათავისუფლა.

ლუკაშენკოპუტინირუსეთიბელარუსიაშშბელარუსი-რუსეთი

ამავე თემაზე

  • ხუთშაბათი, 6 თებერვალი, 2025 - 13:26ლუკაშენკომ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების ნებართვა გასცა
  • ოთხშაბათი, 29 იანვარი, 2025 - 13:36შესაძლოა, ბელარუსებმა რუსეთში, რუსებმა ბელარუსში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა შეძლონ
  • ოთხშაბათი, 14 ივნისი, 2023 - 11:23ლუკაშენკოს თქმით, მინსკმა რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის მიღება უკვე დაიწყო
  • ორშაბათი, 22 მაისი, 2023 - 14:50შიდა პრობლემების განხილვის მიზნით ლუკაშენკო პუტინთან შესახვედრად მოსკოვში ვიზიტს გეგმავს
  • ორშაბათი, 27 მარტი, 2023 - 18:14პესკოვი: პუტინი ბელარუსში ბირთვული იარაღის განთავსებასთან დაკავშირებით აზრს არ შეიცვლის

კომენტარები

ბოლო სიახლეები

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 02:53

უკრაინის დახმარების აქტმა აშშ-ს კონგრესში კენჭისყრაზე გამოსატანად საკმარისი ხმები მიიღო

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:58

რუბიომ 37 წლის წინ ტიანანმენის მოედნის ხოცვა-ჟლეტის დროს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:13

პოლონეთი და ლიტვა ადასტურებენ, რომ ბირთვულ შეკავებაში საკუთარი როლების გაზრდას განიხილავენ

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 01:08

თბილისის ქუჩები, რომლებსაც 4 ივნისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე
ხუთშაბათი, 4 ივნისი, 2026 - 00:14

პოლიტიკის ტრაექტორიის ცვლილება დღის წესრიგში არ გვიდგას - მათიკაშვილი აშშ-ზე

ყველაზე კითხვადი

მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
1მედვედევი ფაშინიანს ტროცკის ბედისწერით ემუქრება
2ადვოკატის ცნობით, გულბაათ რცხილაძე ირანში გამგზავრებას გეგმავდა
3კონფლიქტს ახალი ხარისხი მისცეს – პუტინი კვლავ სტარობელსკზე მიტანილ იერიშზე ლაპარაკობს
4პუტინის ნდობით აღჭურვილი პირის შვილს საქართველოში აქციაში მონაწილეობისთვის 6 წელი მიუსაჯეს
5ბუდანოვი: ზელენსკიმ დაგვავალა, ომის რაც შეიძლება სწრაფად დასრულება ვცადოთ

ბოლო ვიდეო

ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)
ოთხშაბათი, 3 ივნისი, 2026 - 15:00ინფლუენსერ ძმებ ტეიტებს რუსეთში "პურ-მარილის" ტრადიციული დახვედრით შეეგებნენ (VIDEO)

გირჩევთ

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ლაშა დეისაძე-შარვაშიძე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქებთან დაკავშირებული არაერთგვაროვანი ისტორიები
ტაბულას შესახებრეკლამაკონტაქტი
© ტაბულა 2009–2026
შექმნილია ომედიაში