ვლადიმირ პუტინი

კრემლში სხეულის ტემპერატურას გაუზომავენ ყველას, ვინც პუტინთან შესახვედრად მივა

http://kremlin.ru/

კრემლში საჯარო შეხვედრებზე მისულ ადამიანებს სხეულის ტემპერატურას გაუზომავენ, თუ ამ შეხვედრას პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინიც ესწრება. მედუზა წერს, რომ ინფორმაცია Дождь-ის ჟურნალისტმა ანტონ ჟელნოვმა გაავრცელა, რომელმაც თქვა, რომ ტემპერატურას სპეციალური ხელსაწყოთი ზომავენ. 

კრემლის პრესპიკერის, დიმიტრი პესკოვის თქმით, უსაფრთხოების დამატებითი ზომები ახალი კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით მიიღეს. თუმცა, ვიცე-პრემიერი, ტატიანა გოლიკოვა, რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ არსებული შტაბს ხელმძღვანელობს ამბობს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოწმებები სეზონური გრიპის გამო დაიწყო და არა კორონავირუსის

ბოლო მონაცემებით კორონავირუსის შემთხვევები მსოფლიოს 20 მეტ ქვეყანაში დაფიქსირდა. სულ დაავადებულთა რიცხვი 25 ათასს აჭარბებს, გარდაცვლილია 425 ადამიანი. დაავადებულთა და გარდაცვლილთა აბსოლუტური უმრავლესობა ჩინეთის მოქალაქეა. ჩინეთის გარეთ სიკვდილის ერთადერთი შემთხვევა ფილიპინებში დაფიქსირდა - გარდაცვლილი ამ შემთხვევაშიც უხანიდან იყო.

კომენტარები