არჩევნები 2020

კალაძე ეუთო-ოდირზე: საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სახელმწიფო

საარჩევნო სისტემა როგორი უნდა იყოს, გადაწყვეტილებას იღებს სუვერენული სახელმწიფო. მთავარია, ეს იყოს დემოკრატიული სისტემა და როგორი პრინციპით იქნება, შერეული, ნახევრად შერეული თუ პროპორციული, ეს არის ჩვენი, სახელმწიფოს გადასაწყვეტი, ქვეყანამ უნდა გადაწყვიტოს სხვადასხვა პარტიების ჩართულობით, კონსენსუსით

პირველი არხის ცნობით, თქვა თბილისის მერმა კახა კალაძემ ეუთო/ოდირის დასკვნაზე, რომელიც ოპოზიციის შეთავაზებულ საარჩევნო სისტემას ეხება. გაერთიანებულმა ოპოზიციამ ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ეუთო/ოდირს ომბუდსმენის დახმარებით, დეკემბერში გაუგზავნა. ეუთო/ოდირის დასკვნაში ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

კომენტარები