არჩევნები 2020

ვოლსკი: მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციას არ შეესაბამება

ტაბულა

"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის, გია ვოლსკის თქმით, მთელმა მსოფლიომ იცის, რომ გერმანული მოდელი ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

ვოლსკიმ ეს განცხადება ეუთოს დასკვნის საპასუხოდ გააკეთა, სადაც პირიქით, წერია, რომ ორგანულ კანონში ცვლილების შეტანით შესაძლებელია გერმანული მოდელის მიღება.

"არ არის გარკვეული საერთოდ რა მოდელი გააგზავნეს და რაზე მიიღეს პასუხი. იმიტომ რომ ე.წ. მრავალმანდარიანი რეგიონალური ეს არის ავღანური მოდელი, ერაყული მოდელი, რომელიც არანაირად არცერთ პარამეტრში არ ჯდება. თუ გერმანული მოდელი გააგზავნეს, უკვე მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ეს არ შეესაბამება იმ კონსტიტუციას, რომელიც გვაქვს", - ამბობს გია ვოლსკი.

ეუთო-ოდირის დასკვნაში, სადაც ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ გერმანული საარჩევნო მოდელია განხილული, ნათქვამია, რომ მსგავს სისტემაზე გადასვლა "შესაძლებელია, განხორციელდეს ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანით, რაც, კონსტიტუციის თანახმად, ხმათა უბრალო უმრავლესობითაა შესაძლებელი."

საარჩევნო რეფორმაზე ე.წ გერმანული მოდელის მოდიფიცირებული ვარიანტი ოპოზიციამ ეუთოს ომბუდსმენის მეშვეობით დეკემბერში გაუგზავნა.

რას ნიშნავს ე.წ გერმანული მოდელი და რატომ არ სჭირდება მას საკონსტიტუციო შესწორება, ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები