კახა კალაძე

კალაძე: რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ, რომ ტროტუარებზე ავტომობილები არ შევიდნენ?

ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაცია მიმდინარეობს და ძალიან მაგარი პროექტი გამოდის. დავიწყეთ ტროტუარის მოწყობა. ვიცით, რამხელა პრობლემა იყო, როდესაც ტროტუარები საპარკინგე ზონად იყო გამოყენებული, ადამიანს შეიძლება ვერც გაევლო.

შესაბამისად, გადავწყვიტეთ ამ ტროტუარების ჩაკეტვა სპეციალური დგარებით ე.წ. ბოძკინტებით და ერთ ღამეში დაახლოებით 32 დგარი იყო განადგურებული. ზოგ შემთხვევაში მანქანით აზიანებდნენ და ზოგ შემთხვევაში მოჭრილი იყო. ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია.

რა გავაკეთოთ, კედლები ამოვაშენოთ თუ როგორ მოვიქცეთ, რომ ტროტუარებზე ადამიანებმა თავისუფლად შეძლონ გადაადგილება და ავტომობილები არ შევიდნენ? - უხერხულია, მერიდება, როდესაც ამაზე მიწევს საუბარი.

ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე მთავრობის სხდომაზე.

კომენტარები