ირაკლი კობახიძე

კობახიძე: დღეს 200 ნაციც არ იყო. როცა 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მათთვის დისკომფორტი

200 ნაცი და დღეს, ვხედავთ, 200 ნაციც არ იყო, იკრიბება პარლამენტის შენობასთან, ეს ვერანაირ დისკომფორტს ვერ შექმნის, დისკომფორტს ისინი თვითონ უქმნიან თავიანთ თავს. როცა 200 ნაცი უსტვენს, ეს არის მათთვის დისკომფორტი. ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში, დიდიან-პატარიანად, ნაცები.

ადრე 200 ნაცი იკრიბებოდა, ახლა 200 ნაციც ვერ იკრიბება. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ისინი არიან ოლიმპიური ჩემპიონები უნიათობაში.

60 ოლიმპიური ჩემპიონი უნიათობაში დგას ჭიშკართან, ეს არ არის პოლიტიკური კრიზისი.

თქვა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის საპროტესტო აქციის შეფასებისას. ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია და სირცხვილის დერეფანი მოაწყო და კიდევ ერთხელ მოითხოვა ბიძინა ივანიშვილის დანაპირების შესრულება, რომლის მიხედვითაც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით უნდა ჩატარდეს. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ირაკლი კობახიძემ საპროტესტო აქციები შეაფასა, როგორც "200 ნაცის შეკრება".

კომენტარები