ოპოზიციის პროტესტი

კილაძე: ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს

ტაბულა

სოფო კილაძის შეფასებით, სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ყველაფერი საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს.
 

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარემ ეს ჟურნალისტებთან უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ თქვა. უმრავლესობის სხდომის პარალელურად პარლამენტთან ოპოზიციის საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

"ვისაუბრეთ ბავშვთა უფლებების კოდექსის იმპლემენტაციაზე, რომელიც უმნიშვნელოვანესია და ჩვენ 2020-ის 1-ლი ივნისისთვის უნდა მოვასწროთ ყველა იმ ნაბიჯის გადადგმა, რომელიც უზრუნველყოფს გამართული სისტემის მუშაობას. პირველი ივნისიდან, ვისაუბრეთ დასაქმების თემაზე, ვმუშაობთ დასაქმების აქტზე და ძალიან მალე ამას გამოვიტანთ საზოგადოებისთვის განსახილველად და ესეც უმნიშვნელოვანესია. კიდევ უამრავი თემა, რაზეც ჩემმა კოლეგებმაც ისაუბრეს, უბრალოდ მე ადრე მომიწია გამოსვლა, შეხვედრა მაქვს.

ძალიან სამწუხაროა, რომ ოპოზიცია ქმნის დღის წესრიგს, თითქოს ამ ქვეყანაში ყველაფერი ერთი ღერძის, საარჩევნო სისტემის გარშემო ბრუნავს", - თქვა კილაძემ.

ოპოზიციამ მმართველ გუნდს სირცხვილის დერეფნები მოუწყო. აქციას შეუერთდნენ სამოქალაქო აქტივისტებიც. დემმოთხოვნაა, შესრულდეს ბიძინა ივანიშვილის მიერ 24 ივნისს გაცემული დაპირება და 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები პროპორციული წესით ჩატარდეს.

კომენტარები