კობი-სტეფანწმინდის მონაკვეთზე ჩამოწოლილ ზვავს მსხვერპლი მოჰყვა.
როგორც ტაბულას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უთხრეს, ჩამოწოლილმა ზვავმა მანქანა ხევში გადააგდო.
ავტომობილში 3 პირი იჯდა. უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა 1 ადამიანი, დაზიანებები მიიღო ერთმა პირმა.
ამ ეტაპზე მომხდარის შესახებ დამატებით დეტალები არაა ცნობილი.