თურქეთი-უკრაინა

ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტისას ყირიმის ანექსია დაგმო

რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ვოლოდიმირ ზელენსკი

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა უკრაინაში ვიზიტისას ყირიმის ანექსია დაგმო და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერი პირობა დადო.

"თურქეთი არ ცნობს ყირიმის არალეგალურ ანექსიას. თურქეთი მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობს." თქვა მან უკრაინის პრეზიდენთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ერდოღანმა ასევე თქვა, რომ ყირიმის ანექსიის შემდეგ უკრაინის სხვადასხვა ნაწილში იძულებით გადაადგილებული ყირიმელი თათრების 500-მდე ოჯახისათვის სახლების აშენებაში უკრაინას თურქეთი დაეხმარება.

ზელენსკიმ იმედი გამოთქვა, რომ თურქეთი უკრაინას დაკავებული ყირიმელი თათრების გათავისუფლებაშიც დაეხმარება. 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ რუსეთის უშიშროების სამსახურებმა ათობით ყირიმელი თათარი დააკავეს ისლამისტურ შეიარაღებულ დაჯგუფებებთან კავშირის ბრალდებით. ადამიანის უფლებათა დამცველები ბრალდებას მოგონილს უწოდებენ.

ზელენსკიმ თქვა, რომ ერდოღანთან თურქეთის გავლით უკრაინისათვის ბუნებრივი აირის მიწოდების შესაძლებლობაც განიხილა.

კომენტარები