ხანძარი ბაღდათში

მდინარაძე: გაჭირვების თემა არაფერ შუაშია გუშინდელ ტრაგედიასთან

ტაბულა

"თქვენ თუ ეს პასუხი უნდა მიაბათ დღევანდელ ტრაგედიას, მე ამის ნებას არ გრთავთ, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ხანძარი და შიმშილი ერთმანეთთან არაფერ შუაშია", - პასუხობს უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ჟურნალისტის კითხვას, თუ რას აკეთებს ხელისუფლება არსებული ვითარების გამოსასწორებლად და იმისთვის, რომ ბავშვებმა სიღარიბეში არ იცხოვრონ.

უმრავლესობის ლიდერის შეფასებით, ბაღდათში მომხდარ ტრაგედია არაფერ შუაშია ქვეყანაში არსებულ გაჭირვებასთან.

"ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ პოლიტიკოსების, ძირითადად ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გამო, ვერ ვყალიბდებით, რომ ტრაგედიას დავარქვათ ტრაგედია და გამოვიგლოვოთ ეს ადამიანები და არა სხვა თემებზე გადავიდეთ, რომლების მანიპულაციურად დაკავშირება ხდება ამ ტრაგედიასთან და შემდეგ ამით ხდება ამ თემების გადაფარვა [...] ცალკე აღებული არსებობს გაჭირვების თემა, რომელიც არაფერ შუაშია ამ კონკრეტულ, გუშინდელ ტრაგედიასთან", - ამბობს მდინარაძე.

გუშინ, 3 თებერვალს, ბაღდათში ხანძრის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა.

თავდაპირველად მეხანძრე-მაშველებმა დედისა და 4 მცირეწლოვანი შვილის, მოგვიანებით კი მოხუცი ქალის ცხედარი იპოვეს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-4 ნაწილით დაიწყო.

ბაღდათში მომხდარი ტრაგედიის გამო, პარლამენტთან დღეს დაგეგმილი აქცია-პიკეტი ხვალისთვის გადაიდო. ამის შესახებ ევროპული საქართველოს გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ პარლამენტთან ისაუბრა.

კომენტარები