ხანძარი ბაღდათში

"რეგლამენტის დარღვევა არ იქნებოდა სწორი" - რატომ არ გადადო უმრავლესობამ პლენარული სხდომა

პარლამენტი

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა. პლენარულ სხდომაზე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი ბაღდათში ხანძრის შედეგად დაღუპული ექვსი ადამიანის ხსოვნას.

მას შემდეგ, რაც მომხდარი ტრაგედიის გამო ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ პარლამენტთან დაგეგმილი აქცია-პიკეტი გააუქმა, ევროპული საქართველოს ერთერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ უმრავლესობასაც მიმართა - პარლამენტის დღევანდელი სხდომა გადაედო, თუმცა, ქართულმა ოცნებამ მიიჩნია, რომ რეგლამენტის დარღვევა "ამ შემთხვევაში" არ იქნებოდა სწორი.

"ჩვენ ვიმსჯელეთ უმრავლესობის შიგნით, ხომ არ ყოფილიყო საუბარი სხდომის მართლაც გადადებაზე, მაგრამ მივიჩნიეთ, რომ რეგლამენტის დარღვევა ამ შემთხვევაში არ იქნებოდა სწორი. მხოლოდ და მხოლოდ ამ მოტივით არ ვიფიქრეთ სერიოზულად ამ თემაზე" - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. მისივე თქმით, უმრავლესობა დღევანდელ სხდომაზე პოლიტიკურ განცხადებებს არ გააკეთებს, რადგან მომხდარი ტრაგედიის გამო რელევანტური არ არის.

ბაღდათში ხანძრის შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა - დედა, ოთხი შვილი და მათი ახლობელი, მოხუცი ქალი.

კომენტარები