კორონავირუსი

აშშ ჩინეთში საელჩოსა და საკონსულოებს 7 თებერვლამდე კეტავს

internedia

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ სამიდან შვიდ თებერვლამდე, ჩინეთის მთავრობის მითითების თანახმად, დაიხურება ამერიკის საელჩო და ყველა საკონსულო ჩინეთში.

გარდა ამისა, იმუშავებს ამერიკული გადაუდებელი დახმარების სერვისი.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკელ მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ ჩინეთში ჩასვლისაგან თავი შეიკავონ კორონავირუსის გამო.

30 იანვარს, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსის გამო გლობალური საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.

ახალი ვირუსი ჩინეთში, ქალაქ ვუხანში თავდაპირველად გასული წლის დეკემბრის დასაწყისში შენიშნეს. 7 იანვარს დადასტურდა, რომ ახალი ტიპის ვირუსი აღმოაჩინეს.

ახალი ვირუსის სახელია 2019-nCoV. ცნობილია, რომ ის კორონავირუსის ოჯახთა ჯგუფს მიეკუთვნება. ახალი კორონავირუსის ჩათვლით ამჟამად 7 ტიპის კორონავირუსი არსებობს, რომლებსაც ადამიანის დაავადება შეუძლიათ. აქედან ალფა და ბეტა ტიპის კორონავირუსები ყველაზე გავრცელებულია.

არაერთმა ქვეყანამ ჩინეთში პირდაპირი ფრენები შეაჩერა, მათ შორისაა საქართველო. რამდენიმე ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა და იაპონიამ ვირუსის ეპიცენტრიდან, ქალაქ ვუხანიდან თავაინთი მოქალაქეების ნაწილის ევაკუაცია მოახდინა.

კომენტარები