ხობი

ხობში კაცი დაჭრეს, ის საავადმყოფოში გარდაიცვალა

flickr

ხობში, სოფელ პირველ მაისში 55 წლის კაცი დაჭრეს. ის საავადმყოფოში გარდაიცვალა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე 1 პირია დაკავებული.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა მუცლის არეში ჰქონდა მიყენებული, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.  

თავდასხმის შედეგად დაშავდა 77 წლის ქალიც, ის თავში მიყენებული მრავლობითი დაზიანებებით ხობის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება 19-108 მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარები