ეკონომიკური ზრდა

2019 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2019 წელს საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 5.2% შეადგინა.

2019 წლის დეკემბერში ეკონომიკა 3.2%-ით გაიზარდა. წლის მეოთხე კვარტლის ეკონომიკური ზრდა 5.3% იყო.

საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2010 წლიდან მოყოლებული საშუალოდ 6.1%-ს შეადგენდა, თუმცა, 2013 წლიდან მისი ტემპი დამუხრუჭდა და დაგეგმილი 6%-ის ნაცვლად 3.3% შეადგინა. 2014 წელს მთავრობას 5%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა, ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესების გამო, მან 0.4%-ით ნაკლები შეადგინა. 2015 წელს კი, ეკონომიკური ზრდა 2.8% იყო, რაც მთავრობის გეგმას 0.8%-ით ჩამორჩებოდა. 2016 წელს საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2.7% შეადგინა, როცა მთავრობა 2.7%-იანი ზრდის მიღწევას გეგმავდა. 2017 წელს ეკონომიკა 4.8%-ით გაიზარდა.

2018 წელს ზრდამ 4.7% შეადგინა, როცა მთავრობის თავდაპირველი პროგნიზით მთლიანი შიდა პროდუქტი 4.5%-ით უნდა გაზრდილიყო, რაც მოგვიანებით მთავრობამ 5%-მდე გაზარდა.

 

კომენტარები