ინდოეთი

ინდოეთში კაცმა შვილისთვის წვეულება მოაწყო და 20-ზე მეტი ბავშვი მძევლად აიყვანა

BBC

ინდოეთში კაცმა ერთი წლის შვილისათვის დაბადების დღის წვეულება მოაწყო და 6 თვიდან 15 წლამდე ასაკის 20-ზე მეტი ბავშვი მძევლად აიყვანა. ის მძევლებს 10 საათის განმავლობაში არ ათავისუფლებდა. პოლიციამ მოლაპარაკებები უშედეგოდ სცადა, კაცმა მათ ცეცხლი გაუხსნა. სროლისას დაიჭრა მისი ცოლი, 2 პოლიციელი და ერთი გამვლელი. საბოლოოდ პოლიცია შენობაში ძალის გამოყენებით შევიდა და ის მოკლეს. ყველა მძევალი უვნელად გადარჩა.

მოგვიანებით ადგილობრივმა მოსახლეობამ კაცის ცოლი ცემით მოკლა.

კაცი, სუბჰაშ ბატამი მკვლელობაში იყო ბრალდებული, თუმცა ციხიდან გირაოთი გამოუშვეს. პოლიციის წარმომადგენლის თქმით მას მიაჩნდა, რომ მკვლელობის საქმეზე მისი დაკავება ადგილობრივი მაცხოვრებლების ბრალი იყო და შურისძიება სურდა. მძევლების აყვანამდე მან ადგილობრივ მთავრობას წერილი მისწერა, სადაც უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმის გამო, რომ მთავრობამ მის ოჯახს სახლი არ მისცა.

კომენტარები