ნიკა გვარამიას საქმე

ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება ძალადობის მუხლით დაიწყო

ნიკა გვარამიაზე თავდამსხმელები საქალაქო სასამართლოს ეზოში
Facebook/ Sergo Ratiani

მთავარი არხის გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიაზე თავდასხმის ფაქტზე, შსს-მ გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

ნიკა გვარამიას 30 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში შესვლის დროს დაარტყეს.

"საკმაოდ ძლიერი დარტყმა იყო. დაცვა გაეკიდა იმ ადამიანებს, სამნი ყოფილან. მე არ შემიმჩნევია არცერთი, მერე ფოტოები ვნახე და პირველად ვხედავ სამივეს,"- ამბობს გვარამია. 

მისივე თქმით, ეს ადამიანები პოლიციის მოგზავნილები არიან და პოლიცია, რა თქმა უნდა, მათ დაჭერას არ გეგმავს. 

"ნუ დაიჭერენ, რა უნდა ვქნათ? მით უარესი მათთვის,"- თქვა მან. 

ინციდენტის შემდეგ თავდამსხმელები პატრულმა ადგილიდან გაარიდა, თუმცა მოგვიანებით, როგორც ევროპული საქართველოს დეპუტატი სერგო რატიანმა დაწერა, ისინი კვლავ იმყოფებოდნენ საქალაქო სასამართლოსთან ახლოს. 

კომენტარები