ბრექსითი

ბრიტანეთის ელჩმა ბრექსითის ფორმალიზების დოკუმენტი ევროკავშირს გადასცა

Reuters

ევროკავშირში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ევროკავშირის წარმომადგენლებს გადასცა ოფიციალური დოკუმენტი, რომლითაც ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის ფორმალიზება ხდება. რამდენიმე საათში ევროპელი კანონმდებლები ხელს მოაწერენ ბრექსითის შეთანხმებას და დიდი ბრიტანეთი ევროკავშირს საბოლოოდ პარასკევს, 31 იანვარს დატოვებს.

ბრიტანელებმა ევროკავშირიდან გასვლას მხარი რეფერენდუმში 3.5 წლის წინ დაუჭირეს.

ბრიტანელ კანონმდებლებს ევროპარლამენტში ბოლო სამუშაო დღე აქვთ. ბრექსითის პარტიის ლიდერმა ნაიჯელ ფარაჟმა თქვა, რომ ამ გადაწყვეტილების შებრუნება არ მოხდება:

"ბრიტანეთის ადგილი აქ არ იყო. გარეთ უკეთესად ვიქნებით."

ამჟამად ევროკავშირში ბრიტანეთის ელჩი ტიმ ბაროუ ევროკავშირში ბრიტანეთი საგარეო ელჩი გახდება, ხოლო პრიტანეთის მუდმივი წარმომადგენლობა UKRep-ი საგარეო მისია გახდება.

ევროკავშირიდან ოფიციალურად გასვლის შემდეგ გარდამავალი პერიოდი ამოქმედდება, რომელიც 11 თვითაა განსაზღვრული და ამ პერიოდში ბრიტანეთის მთავრობამ ევროკავშირის წევრებთან სავაჭრო, უსაფრთხოების და სხვა საკითხებზე შეთანხმებებს უნდა მიაღწიოს და ახალი ურთიერთობები ჩამოაყალიბოს. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა უკვე გამოთქვა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ეს მიზანი დასახულ ვადაში მიღწევადია.

კომენტარები