კორონავირუსი ჩინეთში

Apple-ის პროდუქციის წარმოება ჩინეთში, შესაძლოა კორონავირუსის გამო შეფერხდეს

ამერიკული ტექნოლოგიური გიგანტის Apple-ის, ჩინეთში არსებული საწარმოების მუშაობა შესაძლოა კორონავირუსის გამო შეფერხდეს. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს. 

წარმოების შეჩერების რისკი მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ჩინეთის მთავრობამ ჰანანის პროვინციაში კარანტინი გამოაცხადა. მსოფლიოში წარმოებულ ყველა IPhone-ს ორი ჩინური კომპანია Foxcon და Pegatron აწყობს. ამ კომპანიების საწარმოები კი კორონავირუსის გავრცელების წერტილიდან, ქალაქ უჰანიდან 500 კილომეტრით არის დაშორებული. უშუალოდ Apple-ის ჩინეთში 10 ათასი თანამშრომელი ყავს, თუმცა მილიონობით ადამიანი კომპანიის სხვა გაჯეტებისთვის საჭირო სხვადასხვა კომპონენტების მიწოდებისა და მომარაგების ჯაჭვში არის ჩართული. 

უცნობია, რა რეკომენდაციები მისცა კომპანიამ საკუთარ თანამშრომლებს კორონავირუსთან დაკავშირებით. რამდენიმე ამერიკულმა კომპანიამ ჩინეთში მყოფ საკუთარ თანამშრომლებს შემდეგი ორი კვირის განმავლობაში სახლში ყოფნის რეკომენდაცია მისცეს, მათ შორის იყო ამერიკული Citi Group-იც.

პროვინცია ჰანანში, სადაც iPhone-ის ყველაზე დიდი საწარმო მდებაორებს კორონავირუსით დაავადებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება. ცნობილია, რომ Apple-ი სხვადასხვა კრიზისული სიტუაციისთვის წინასწარ არის მზად და აქედან გამომდინარე სხვადასხვა კომპონენტების მომარაგებისა და მიმწოდებლების ქსელი საკმაოდ დივერსიფიცირებულია. მიუხედავად, ამისა ჩინეთში ვითარების კიდევ უფრო გამწვავება კომპანიის საქმინოაბას მნიშვნელოვნად შეაფერხებს.

2020 წლის პირველ ნახევარში კომპანია iPhone-ების წარმოების 10%-ით, 80 მილიონამდე გაზრდას გეგმავდა. დიდი ალბათობით, წარმოების შეფერხება კომპანიის ფლაგმანურ მოდელებს ნაკლებად შეეხება, თუმცა სავარაუდოდ, გადაიწევს iPhone-ის ბიუჯეტური მოდელის წარმოება. 

 

 

კომენტარები