კორონავირუსი

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აკრძალა

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ჩინეთიდან ცოცხალი ცხოველების იმპორტი აიკრძალა, რისი მიზეზიც კორონავირუსის თავიდან აცილებაა.

სამინისტროს განმარტებით, "აკრძალვა ძალაშია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის და ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კორონავირუსიდან თავისუფალ ზონად გამოცხადებამდე."

უწყების განმარტებით, საქართველოში ჩინეთიდან დეკორატიული კუებისა და თევზების იმპორტი ხდებოდა.

საქართველოში აეროპორტში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ჩინეთიდან ჩამოსული მგზავრების შემოწმება დაიწყო.

ეპიდემიოლოგები და გადაუდებელი ცენტრის მედიკოსები მგზავრებს როგორც დისტანციური თერმომეტრებით, ისე პირადი გასაუბრებით ამოწმებენ.

მათ ასევე მიეწოდებათ ინფორმაცია ვირუსის სიმპტომურ მახასიათებლებთან დაკავშირებით.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემოწმდებიან ჩინეთიდან საქართველოში როგორც ავიარეისებით, ისე ტრანზიტულად შემოსული მგზავრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ვირუსის გავრცელების მხრივ, საქართველო დაბალი რისკის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორისაა.

კომენტარები