პლანეტის უმდიდრესი ადამიანები

Tesla-ს კაპიტალიზაციამ 100 მილიარდ დოლარს პირველად გადააჭარბა

ილონ მასკი
Reuters

ილონ მასკის მიერ დაარსებულ ავტოკონცერნ Tesla-ს საბაზრო კაპიტალიზაციამ პირველად გადააჭარბა 100 მილიარდ დოლარს. თუ კომპანია მომავალი თვეების განმავლობაში ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებას, ილონ მასკი სოლიდურ ფინანსურ ბონუსს მიიღებს. 

ბოლო ორი დღის განმავლობაში Tesla-ს აქციებზე ფასი არნახულად გაიზარდა. 21 იანვრის სავაჭრო დღის შემდეგ კომპანიის ერთ აქციაზე ფასი 555 დოლარს გაუტოლდა. აქციებზე ფასის ზრდა კომპანიის მიერ 2019 წლის მესამე კვარტლის ფინანსური ანგარიშის გამოქვეყნებას მოჰყვა. 

პოზიტიურად აისახა პროცესზე Tesla-ს ახალი ქარხნის გახსნა ჩინეთში. თუ მომავალი რამდენიმე თვის განმავლობაში კომპანია ამ მაჩვენებელს შეინარჩუნებს, დამფუძნებელი ილონ მასკი ბონუსის სახით 346 მილიონ დოლარს მიიღებს. 

2018 წელს, კომპანიის აქციონერების გადაწყვეტილებით, ილონ მასკის ანაზღაურება კომპანიის ფინანსურ შედეგებს მიება. შეთანხმების მიხედვით, თუ კომპანიის კაპიტალიზაცია 650 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს, ილონ მასკი 10 წლის განმავლობაში ბონუსად 50 მილიარდ დოლარს მიიღებს. 

შეთანხმებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მასკმა საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ იგი მზად იყო, Tesla-ს აქციები მფლობელებისგან 420 დოლარად გამოესყიდა, მაშინ კომპანიის აქციები ამ თანხაზე ნაკლები ღირდა. ამ ტვიტის შემდეგ, როგორც მოსალოდნელი იყო, კომპანიის აქციებზე ფასი დროის მოკლე მონაკვეთში მკვეთრად გაიზარდა, რის საფუძველზეც აშშ-ის ფასიანი ქაღალდების კომისიამ მასკი თაღლითობაში დაადანაშუალა.

საბოლოოდ, ბიზნესმენი იძულებული გახდა, დაეტოვებინა Tesla-ს დირექტორთა საბჭო. მასკმა, ასევე, პირადი სახსრებიდან გადახაიდა კომპანიაზე დაკისრებული ჯარიმის ნახევარი, 10 მილიონი დოლარი.

კომენტარები