სახალხო დამცველის ანგარიში

წულუკიანი ლომჯარიას: პენიტენციალური არა, პენიტენციური დაწესებულება, ქალბატონო ნინო

ქალბატონო ნინო [ლომჯარია], ამ სამსახურს არ ჰქვია პენიტენციალური, ეს არის პენიტენციური დაწესებულება და პენიტენციური სამსახური, ამიტომ გთავაზობთ, რომ ტერმინებსაც გადავხედოთ, როდესაც ასეთი ოფიციალური, მაღალი ტრიბუნიდან ვსაუბრობთ

ასე მიმართა იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა, სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, ადამიანის უფლებათა საპარლამენტო კომიტეტზე, სადაც ომბუდსმენმა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ ციხეებს ე.წ მაყურებლები აკონტროლებენ.

კომენტარები