მადონამ შეუძლოდ ყოფნის გამო Madame X-ის მსოფლიო ტურნეს კიდევ ერთი, ლისაბონის კონცერტი გადადო.
მომღერალმა ამის შესახებ ფანებს კონცერტამდე 45 წუთით ადრე შეატყობინა.
"ჩვენ მწუხარებით გატყობინებთ, რომ მადონა დღეს საღამოს კონცერტს ვერ ჩაატარებს", - მიუვიდათ შეტყობინენა ბილეთების მფლობელებს 19:45-ზე, როდესაც კონცერტი 20:30-ზე იწყებოდა.
კონცერტის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მომღერალმა საკუთარ ინსტაგრამზეც დაწერა.
"ბოდიში, მე უნდა გავაუქმე ამ ღამის კონცერტი, ჩემს სხეულს უნდა მოვუსმინო და დავისვენო", - დაწერა მადონამ.
შეუძლოდ ყოფნის გამო ეს უკვე მსოფლიო ტურნეს ფარგლებში გაუქმებული მერვე კონცერტია.
მადონას სხეულის სხვადასხვა ნაწილის დაზიანებები აქვს - ამის შესახებ ის ინსტაგრამზე სურათებსა და ვიდეოებს პოსტავდა. თუმცა უცნობია კონკრეტულად რა ტრავმები აწუხებს მომღერალს და რა სირთულის არის ისინი.