კონგრესმენების წერილი გახარიას

უგულავა: ოცნება ავადმყოფი პარტიაა, რომელსაც საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება არ შეუძლია

ქართული ოცნება ყველა პუნქტში არის ჩასვრილი და რაც ყველაზე მთავარია, ის ანტიდასავლური პროპაგანდის დაფინანსება, რომელიც ქართული ოცნების და ბიძინა ივანიშვილის ყულაბიდან ხდებოდა, უკვალოდ არ ჩაივლის. ეს არის ყულფი, რომელიც ნელ-ნელა იკვრება და მჭიდროვდება ივანიშვილის ყელზე. ესაა ავადმყოფი პარტია, რომელსაც არასდროს შეუძლია საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. ჩვენ ეს ბევრჯერ ვნახეთ ქვეყნის შიგნით და უკვე ამას ვხედავთ ჩვენ ქვეყნის გარეთაც.

ამბობს ევროპული საქართველოს ერთერთი ლიდერი გიგი უგულავა მთავარი არხის ეთერში ქართულ ოცნებაზე. ცნობისთვის, რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მარკუეინ მაილნმა საქართველოს მთავრობას და მის მეთაურს, გიორგი გახარიას ღია წერილით მიმართა. კონგრესმენმა ხსენებულ წერილში საქართველოს მთავრობას მოუწოდა, შეწყდეს მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. მალინი წერილში წერს, რომ ის შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით. ამ წერილით კონგრესმენი მისი კოლეგების ადამ კინზინგერისა და გარი კონოლის კრიტიკულ წერილს შეუერთდა.

კომენტარები