საქართველოს მეგობრებს სურთ იხილონ, რომ საქართველო წინ მიდის და არ დგამს უკან ნაბიჯებს. ეს მნიშვნელოვანი წელი იქნება, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი არჩევნებით და ეს არჩევნები ძალიან მნიშვნელოვანი იქნება იმ კუთხით, თუ რამდენად მოახერხებს საქართველო, სირთულეების მიუხედავად, მისი დემოკრატიული ქცევების, თანამშრომლობისა და ინსტიტუტების წინ წაწევას. ცუდი ნიშნები იკვეთება და სწორედ ამიტომ გვესმის ამერიკელი კონგრესმენების მხრიდან [კრიტიკა].
და ეს კარგი რამაა, განსაკუთრებით მაშინ, როცა ამერიკელების ყურადღება შიდა პრობლემებზეა გამახვილებული. ეს ჩვენს დაინტერესებას აჩვენებს, სწორედ ამიტომ ვიმაღლებთ ხმას, როცა შეშფოთების საფუძვლებს ვხედავთ საქართველოში. მე ამას აღვიქვამდი არა როგორც თავდასხმას, არამედ როგორც მხარდაჭერის ნიშანს