კონგრესმენის წერილი გახარიას

უგულავა კონგრესმენის წერილზე: ივანიშვილი და ქართული ოცნება ქვეყნის საერთაშორისო სირცხვილია

პრაქტიკულად თვეში ერთხელ ვიღებთ ძალიან კრიტიკულ წერილებს ხელისუფლების მიმართ. სამწუხაროა ყველაზე მეტად ის, რომ ეს ჩვენი ქვეყნის რეპუტაციას აზარალებს... ივანიშვილი და ქართული ოცნება არის ჩვენი ქვეყნის უკვე საერთაშორისო სირცხვილი.

ევროპული საქართველოს წევრი, გიგი უგულავა აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს ეხმაურება, სადაც კონგრესმენი წერს, რომ ის "შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით". მალინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში "საქართველო აშშ-ში უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა"

კომენტარები