კონგრესმენის წერილი გახარიას

კაპანაძე კონგრესმენის წერილზე: ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის

კონგრესმენ მალინის ღია წერილი პრემიერ გახარიას მიმართ არის კიდევ ერთი ნათელი დადასტურება იმისა, რომ აშშ-ში არიან ძალიან შეშფოთებულები იმ პროცესებით, რომელიც მიმდინარეობს საქართველოში. ეს წერილები არ წყდება. ეს განცხადებები არ წყდება და ეს მოდის არამარტო ჩვენი ევროპელი პარტნიორებისგან, არამედ ასევე ამერიკელი პარტნიორებისგანაც და ამიტომ, ეს უნდა იყოს კარგი გამოსაფხიზლებელი ზარი ხელისუფლებისთვის, მას რომ ოდნავ საღი აზრი მაინც ჰქონდეს შერჩენილი. ნათელია უკვე ყველასთვის, რომ ქვეყანაში მიმდინარეობს პოლიტიკური ოპონენტების დევნა, არის სერიოზული დარტყმა დემოკრატიულ პროცესებზე. არის ეკონომიკური კრიზისი, არის დემოკრატიული ინსტიტუტების უგულვებელყოფა და ჩვენი პარტნიორები ამით არიან შეშფოთებულები. 

ევროპული საქართველოს წევრი, სერგი კაპანაძე აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს ეხმაურება, სადაც კონგრესმენი წერს, რომ ის "შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით". მალინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში "საქართველო აშშ-ში უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა".

კომენტარები