კონგრესმენის წერილი გახარიას

სამადაშვილი კონგრესმენის წერილზე: ივანიშვილის ხელისუფლება ჩვენს ქვეყანას პრობლემას უქმნის

ინტერპრესნიუსი

ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი, აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელი წევრის, მარკუეინ მალინის ღია წერილს ეხმაურება, სადაც კონგრესმენი წერს, რომ ის "შეშფოთებულია საქართველოს დემოკრატიული ღირებულებებისგან განგრძობადი გადახვევითა და ეკონომიკური გაუარესებით".

სამადაშვილი ამბობს, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ქვეყანასთან მიმართებაში სანქციების რეჟიმზეა საუბარი. მისივე თქმით, ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება საქათველოს მომავალს საფრთხეს უქმნის. 

"პირველად არის საუბარი იმაზეც, რომ აშშ გამოყოფს ფინანსურ დახმარებას ქვეყნისთვის, ამავე დროს ფაქტობრივად საუბრობს იმ პრობლემებზე, რომლებიც წინაღობას ქმნის იმისთვის რომ ეს დახმარება იყოს ეფექტიანად გამოყენებული. ამიტომ ჩვენთვის, ძალიან მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ბიძინა ივანიშვილი თუ ასე გააგრძელებს, რა თქმა უნდა, საბოლოოდ აღმოჩნდება ძალიან სერიოზული სანციების სამიზნე აშშ-ის მხრიდან. მაგრამ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება პრობლემას უქმნის ჩვენს სახელმწიფოს და ჩიხში შეჰყავს ყველა საქართველოს მოქალაქის მომავალი"- ამბობს სალომე სამადაშვილი. 

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრის წერილი გუშინ გამოქვეყნდა. მალინი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, შეწყვიტონ მტრული დამოკიდებულება ამერიკული კომპანიების მიმართ. ის ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში საქართველო აშშ-ში უარყოფით შუქზე და სიფრთხილით განიხილებოდა. 

კომენტარები